დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მზისგან დამწვრობის მომართვიანობა გაზრდილია.
მისივე თქმით, შაბათ-კვირას რუჯის მიღების მიზნით ცენტრში დამწვარი ორი გოგო შეიყვანეს.
„მომართვიანობა მზისგან დამწვრობის მომატებულია, ლეღვის გადასხმის შემთხვევის ფაქტი არ გვქონია, დიდი იმედი მაქვს, რომ არც გვექნება.
ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში სტაციონარში ორი გოგონა წევს მზით დამწვარი.
მათი მდგომარეობა არის სტაბილური. ერთი შემოვიდა გუშინ, მეორე გუშინ წინ“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე.











