დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე განცხადებით, წინა საახალწლოდ პიროტექნიკით დამწვრობის უკვე რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს ელემენტარული წესები დაიცვას და საკუთარი თავის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
„ერთი კვირის განმავლობაში დაახლოებით 12 პაციენტი გვყავდა უკვე. აქედან 6 მოზრდილი და 6 ბავშვი. საბედნიეროდ მათ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. რამოდენიმე მათგანს მარტო სახის მიდამო და მარჯვენა მტევანი ჰქონდა დამწვარი. საბედნიეროდ გადავრჩით, თუმცა მთელი დღესასწაულები არის წინ და ჩვენი გამოცდილებით მთავარი სტატისტიკა ერთვება ხოლმე ახალი წლის დადგომასთან ერთად“, – ამბობს გუგა ქაშიბაძე „ობიექტივთან“ საუბრისას.









