დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიქსენის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის გამო ლოქდაუნის რეჟიმი ამოქმედდა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
დანიაში შეკრების ლიმიტი 10 ადამიანიდან 5 ადამიანამდე შეიზღუდა. მოქალაქეებს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.
ქვეყანაში დახურულია ბარები, რესტორნები და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები,
„მუტაცია ისეა გავრცელებული, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია შევაყოვნოთ ის და დრო გავწელოთ, რომ უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაცია შევძლოთ“, – აცხადებს დანიის პრემიერი.










