fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შერაზადიშვილი: ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმართველობას, ჩვენი გუნდის მიზანია, საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება

17:19 August 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
762
ნახვა

ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმართველობას. ძლიერი თვითმართველობა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება – განაცხადა „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა დავით შერაზადიშვილმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს და მხარდამჭერებს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ბოლნისს ყოველთვის ექნება თანადგომის იმედი

„ბოლნისი ჩემთვის ის ადგილია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მიყვარს და მახარებს ყველა ის სასიკეთო საქმე, რაც თქვენთან ერთად განვახორციელეთ ჩვენივე ქალაქისა და თანამოქალაქეების უკეთესი მომავლისათვის. მიყვარს ბოლნისი, როგორც ჩვენი სამშობლოს ღირსეული და განუყოფელი ნაწილი, ერთიანი, მთლიანი და განუმეორებელი. დიახ, განუმეორებელი რადგან აქ მთელი ჩემი სამშობლოა თავმოყრილი. ის არა მარტო მრავალეთნიკურია, არამედ საქართველოს ყველა კუთხის შვილებითაა დასახლებული. ბოლნისი ურთიერთობების ქალაქია, ერთად შეკრული ოჯახია, აქ ერთი სიხარული გვიხარია და ერთი სატკივარი გვტკივა, სწორედ ამ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე. ეს განაპირობებს იმ უზომო სიყვარულს, რაც მე გამაჩნია ჩემი კუთხის მიმართ. კარგად მაქვს გაცნობიერებული და გააზრებული, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა იყო ამ გამორჩეული კუთხისა და ხალხის მიერ მეორე ვადით არჩეული მერი.

ჩემთვის ცნობილია არსებული პრობლემები, ისიც ვიცი, რა შესაძლებლობები გვაქვს ამ პრობლემების გამოსასწორებლად. მეიმედებით და დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე აღმშენებლობის პროცესს. ერთად დგომით ყველა ახალგაზრდა შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას, სადაც გაიზრდებიან განათლებული მომავალი თაობები. ჩვენ ვქმნით ძლიერ თვითმმართველობას. ძლიერი თვითმმართველობა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია საქართველოს რეგიონების, ქვეყნისა და თითოეული ოჯახის გაძლიერება. ჩემს უკან დგას ძლიერი და ერთიანი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლება, ბოლნისს თანადგომის იმედი ყოველთვის ექნება და მჯერა ერთად დგომით ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით. მინდა მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, ერთსულოვნებისა და ერთიანობისკენ, რადგან როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს ჩვენს შორის, ეს ქვეყანა ჩვენი წასაყვანია იმ გზაზე, რასაც ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაცია, თითოეული ადამიანი კეთილდღეობა, ქვეყნის გაერთიანება და მუდმივი წინსვლა ჰქვია. ბოლნისი ჩემი სახლია. ჩვენ ერთად შევქმნით ერთიან ბოლნისს, მიგულეთ თქვენს გვერდზე როგორც არა მარტო მერი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, ბოლნისისა და ჩვენი ქვეყნის მუდმივად მოსიყვარულე ქომაგი“ – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

თეგები: დავით შერაზადიშვილიქართული ოცნება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების შემაჯამებელი შეკრება გაიმართება

October 25, 2021
834
მთავარი ამბავი

„ქართული ოცნება“ 12 ოქტომბრამდე ყველა საარჩევნო-პოლიტიკურ აქტივობას წყვეტს

October 9, 2021
772
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი NDI-ის და IRI-ის სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

September 30, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია