fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დევნილი ირაკლი ბებუა სასჯელს უმკაცრესი რეჟიმის ციხეში მოიხდის

14:06 December 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

30 წლის ირაკლი ბებუა, რომელიც ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერის დაწვის გამო დააკავეს, სასჯელს უმკაცრესი რეჟიმის დაწესებულებაში მოიხდის. ამის შესახებ “პრაიმტაიმს” სოხუმიდან კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

“საქმე, ოფიციალურმა მოსკოვმა გამოითხოვა! სასჯელის, სრულ ვადას ზემოდ ხსენებული პიროვნება უმკაცრესი რეჟიმის ციხეში გააგრძელებს. მან ასევე პრობლემები შეუქმნა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მის აფხაზ ნათესავებს. მოკვლეულია მისი ნათესავების წრე და ისინი სამსახურებს დატოვებენ..საუბარია დაახლოებით 31 ოჯახზე,ზოგი მათგანი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა”, – ამბობს წყარო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 8 დეკემბრის ცნობით, ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ 30 წლის ეთნიკურად ქართველ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სუს-ის განცხადებით, ფაქტის შესახებ ინფირმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ამასთან, „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან“.

ირაკლი ბებუამ ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ, აფხაზეთის დროშის ფერებში გამოფენილი ბანერი 30 სექტემბერს პროტესტის ნიშნად დაწვა. ამ დღეს კო ოკუპირებული რეგიონი „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. მის ამ ქმედებას აფხაზეთში სოციალური ქსელების მომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა. ზოგმა ბებუას რეგიონიდან გაძევება, ზოგმაც კი – მისი სიკვდილით დასჯაც მოითხოვა.

კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ირაკლი ბებუას გადაყვანა უმკაცრესი რეჟიმის ციხეში დღეს მოხდება.

“სად მოიხდის სასჯელს ბებუა ამის თქმის უფლება არ მაქვს და საქმის მასალების გადახედვას ითხოვს მოსკოვის უმაღლესი მოსამართლე”,-აცხადებს კონფიდენციალური წყარო.

ირაკლი ბებუას დევნილი ოჯახი თბილისში 1993 წლიდან ცხოვრობს, აფხაზეთის ომის მერე. იგი დედისერთაა. ბიძაშვილის თამუნა ბებუას თქმით,წითელმა ჯვარმა ირაკლი ბოლოს 3 დეკემბერს მოინახულა.

ავტორი: თეა შონია

თეგები: აფხაზეთიირაკლი ბებუა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი თბილისში გადმოასვენეს

August 12, 2021
776
რეგიონები

ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება- დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

August 5, 2021
776
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველებისთვის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყო

April 12, 2021
897

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია