fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება- დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

14:45 August 5, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება-დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ 30 წლის ირაკლი ბებუას ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება.

„ახვლედიანმა ახსენა თანამშრომლობის წარმატებული მაგალითები, მისი თქმით, აფხაზეთში დაწყებულია 100 -მდე ქართულ-აფხაზური ბიზნეს პროექტი, რომელიც ნდობის აღდგენას ემსახურება.

ამასთან, ახვლედიანმა განაცხადა, რომ ენგურის ხიდზე მოქალაქეთა გადაადგილების აღდგენის შესახებ, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს 1000-მდე ადამიანი, ასევე მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები დაეხმარნენ აფხაზეთის მცხოვრებლებს 4 მილიონი ლარით.

მინისტრმა ისაუბრა ირაკლი ბებუაზე, რომელიც პატიმრობაში იმყოფება და გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში მას გაათავისუფლებენ.

ახვლედიანის განცხადება ერთობლივ ბიზნეს პროექტებზე საჭიროებს დაზუსტებას, აფხაზეთის მოქალაქეები არ მონაწილეობენ ქართულ-აფხაზურ ბიზნეს პროექტებში, თუ გალში მცხოვრებმა საქართველოს რომელიმე მოქალაქემ ჩათვალა საჭიროდ ასეთ პროექტში მონაწილეობა, ეს არ ნიშნავს ერთობლივ ბიზნეს პროექტებს.

რაც შეხება ენგურის ხიდზე მიმოსვლის აღდგენას, მასში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია. აფხაზეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა გამოვიდა ამ ჰუმანიტარული ინიციატივით, რადგან გალის რაიონის მცხოვრებლებს სჭირდებოდათ აფხაზეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

ასევე, კორონავირუსთან წინააღმდეგ საბრძოლველად აფხაზეთს საქართველოს ხელისუფლებიდან არანაირი დახმარება არ მიუღია. სოხუმში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზიაციებიდან შემოვიდა დახმარება.

ახვლედიანის მიერ ნახსენები ირაკლი ბებუა კი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის და მისი განთავისუფლების საკითხი არ განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს ქალბატონ ახვლედიანს არ გაერთოს ფაქტების დამახინჯებით და ვარაუდების გავრცელებით.

რჩება, შთაბეჭდილება, რომ ბიუჯეტის ათვისების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო მზადაა გაახმოვანოს იგავები და შეცდომაში შეიყვანოს ქართველი საზოგადოება. უმჯობესია უწყებამ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, უარით თქვას პრაქტიკაზე, რომელსაც მისდევდნენ სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები”, – ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

ირაკლი ბებუა აფხაზეთის „სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის დააკავეს. მაშინ დე ფაქტო მთავრობამ განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ე.წ. სასამართლომ ბებუა დამნაშავედ ცნო „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვისთვის“ და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ბებუას ოჯახი აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ 90-იანი წლებიდან თბილისში ცხოვრობს. იგი დედისერთაა.

ავტორი: თეა შონია

თეგები: ირაკლი ბებუა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

დევნილი ირაკლი ბებუა სასჯელს უმკაცრესი რეჟიმის ციხეში მოიხდის

December 16, 2020
1.4k
მთავარი ამბავი

ეს არის მორიგი უკანონო ქმედება – სახელმწიფო მინისტრი ირაკლი ბებუას განაჩენზე

December 8, 2020
800
მთავარი ამბავი

სუსი: ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა

December 8, 2020
835

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია