დღეს “ევროპული საქართველოს” წევრები შეხვედრას გამართავენ. პარტიის ” ერთ-ერთი წევრი ლაშა დამენია განმარტავს, რა არის დღევანდელი შეკრების მიზანი:
„დღეს არ არის გადაწყვეტილებები. უბრალოდ უფრო ფართო შეხვედრაა. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება პოლიტსაბჭოზე. რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პარტიაში ვიკრიბებით, სხვა არაფერი. დღეს არაფერი გადაწყდება, უბრალოდ იქნება კიდევ ერთი მსჯელობა ამ საკითხზე“, – განაცხადა დამენიამ.









