„დღეს მძიმე დღეა, რომელიც არასასიამოვნო ლაქად შევა ჩვენს ისტორიაში“,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, მიმდინარე მოვენები სახელმწიფოსთვის და მისი პერსპერქტივებისთვის მძიმე გასააზრებელია.
„მესმის, ეს დეტალებია პოლიტიკური დაპირისპირების, მაგრამ რომ გაბედავ, შეხვალ და იტყვი ამ თავისუფლების ქვეყანაში, მარტო ვაპირებ ქვეყნის მართვას, ეს არის ის სასაცილო მცდელობა, რასაც ჰქვია ერთპარტიული მმართველობა და ერთპარტიულობას ჰქვია დიქტატურა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.











