დღეს, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზეა დანიშნული. საქმეს 3 მოსამართლე განიხილავს.
წინა სხდომა, 3 საათის განმავლობაში, სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდa.
პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“, სასამართლოს ეზოში, საპროტესტო აქციას გეგმავს.











