დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრის კენჭს.
ცნობილია რომ მეორე მოსმენაში მონაწილეობას არც „ევროპული საქართველო“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაესწრებიან. მიზეზი ბოიკოტია, რომელიც ოპოზიციას გიორგი რურუას გათავისუფლებისთვის აქვს გამოცხადებული.
პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა 142-მა დეპუტატმა მიიღო, მათგან 136 მომხრე, ხოლო 5 წინააღმდეგი.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით უნდა ჩატარდეს.











