რეგლამენტის თანახმად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება
იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის გაგრძელებას ვადების დაცვით გეგმავს.
ამ მიზნით, პლენარული სხდომების გამართვა ორი კვირის ფარგლებში იგეგმება.
საპარლამენტო კომიტეტები საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში აპირებენ, რადგან პირველ ოქტომბერს პარლამენტს მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უნდა წარუდგინოს, რომელსაც წესისამებრ, საკანონმდებლო ორგანო დეკემბრის მესამე პარასკევამდე ამტკიცებს.
IX მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ხვალ, პირველ სექტემბერს, 12.00 საათზე გაიხსნება. პლენარული სხდომის დაწყებამდე, 11.00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.










