დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.
საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განსახილველი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი იქნება. ამასთან, დღეს პარლამენტის ბიურო პლენარული სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს და დაამტკიცებს.










