პარლამენტში შს მინისტრის, ვატანგ გომელაურია მისვლის პარალელურად, საკანონდებლო ორგანო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. კერძოდ, პარლამენტში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. შეზღუდვა არ შეეხებათ მედიის წარმომადგენლებს.
“აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










