დღეს მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მოინახულებს. როგორც დეკანოიძე, ამბობს ექსპრეზიდენტთან მის მდგომარეობას საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს.
“მე ვაპირებ მასთან შეხვედრას, არ მქონია საშუალება, გორში მომენახულებინა მიხეილ სააკაშვილი. ვაპირებთ სხვადასხვა დეტალების განხილვას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. საკითხებზე, რომელიც რეალურად ეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, საქართველოში არსებულ სიტუაციას. იმას, რომ “ქართული ოცნება” მორიგ ჯერზე ფიქრობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს და საქართველოს საზოგადოებას უღალატოს, რაშიც ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებების უკან წაღებას,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.









