საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.
შეხვედრების პარტია „მოქალაქეებსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს, შეხვედრას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საკუთარ შენიშვნებს აჟღერებენ.
საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციის ნაწილი მუშაობს. 15 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ჯგუფმა კონკრეტულ წინადადებებზე დაიწყო მუშაობა. ცვლილებები, რომელმაც ქვეყანაში კიდევ უფრო უკეთესი არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყოს, ერთი თვის ვადაში მომზადდება.











