დღეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აირჩევენ, რომელიც საბჭოს არსებული შემადგენლობიდან შეირჩევა.
თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.
„რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს კლანი, რადგან მათ აქვთ ძალაუფლება, უმრავლესობა და მათი კლანური პრინციპები ზოგადად იმას ეყრდნობა, რომ ყველაზე მისაღებ და ლოიალურ ადამიანს ირჩევენ ხოლმე. რა გვარისაც და რა წარსულისაც არ უნდა იყოს, კლანისთვის იქნება ყველაზე სანდო, მისაღები ადამიანი,”-აცხადებს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა 2018 წლის 2 აგვისტოს დატოვა. ნინო გვენეტაძემ პოსტიდან წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.











