fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

19:30 November 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
832
ნახვა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ბახტრიონის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. პარალელურად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელებზე – მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე და ასევე, მაყაშვილის ქუჩა N32-ის მიმდებარედ.

„დაგეგმილი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე 27 და 28 ნოემბერს მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩებზე სრულად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. 27 ნოემბერს ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა მაყაშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, საღამოს 21:00 საათიდან 28 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:

რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ბესიკის, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, პუშკინის, ასათიანის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს – „ახალ თბილისსა“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში:

მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

„წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

თეგები: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თბილისის რამდენიმე უბანში წყალმომარაგება 24 საათით შეწყდება

October 25, 2021
800
სიახლე

GWP განცხადებას ავრცელებს

August 31, 2021
844
საზოგადოება

GWP მოსახლეობას წყლის შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს

August 24, 2021
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია