„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ჯივიპი 24 აგვისტოს, გლდანის რაიონში, ლაზოს ქ #1-თან ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. სამუშაობის მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 24/08 12:00 საათიდან 24/08 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის რაიონში: ტაძრის, მონასტრის, ლაზოს, ჭედიას, კუპატაძის, მიხაკო წერეთლის და წყალსადენის N 1-49 (კენტებს), N2-18 (ლუწებს) ქუჩებს, ხელოსნების ქალაქს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










