ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.
წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო სადენები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ნატანების, კონჭკათის, ბაილეთისა და სოფელ შრომის რამდენიმე უბანს.
ნატანებს დღეს დენის მიწოდება ვერ აღუდგება. რაც შეეხება სოფლ ბაილეთს, როგორც “ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, იმის გამო რომ წაქცეული და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ამდრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, დიდი ალბათობით დღეს ელექტროენერგიის მიწოდება ვერც ამ სოფელში მოხერხდება.
სოფელ კონჭკათში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ტექნიკური ჯგუფების მიერ, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დღეს დილიდან, აღნიშნულ სოფლებში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.











