სამი დღეა გურიის რეგიონში თოვს. ზოგ სოფელში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა, რამაც დიდი პრობლემები შექმნა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და ასევე ბუნებრივი აირის მილები. ხუთ სოფელს ამ დრომდე დენი შეზღუდულად, ხოლო ორ სოფელს საერთოდ არ მიეწოდება.
სოფლები კონჭკათი და თხინვალი უშუქოდაა დარჩენილი, ხოლო სოფლებში – ბაილეთი, ჯუმათი, შრომა, სილაური და ნატანები ელექტროენერგიას შეზღუდულ რეჟიმში იღებენ.
„ენერგო პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და ვარაუდობენ რომ დღის ბოლომდე, ყველა სოფელში მოხერხდება ელექტროენერგიის აღდგენა.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











