აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებს იგებს ჩრდილოეთ კაროლინაში. ამის შესახებ NBC News-ი იტყობინება.
შტატში, რომელიც გამარჯვებულს 15 ხმას შემატებს, ხმების დათვლა გრძელდება, რადგან აქ საარჩევნო კომისია ბიულეტენებს ფოსტით 12 ნოემბრამდე იღებდა. მთავარია, რომ შტამპი ასახავდეს 3 ნოემბრამდე თარიღს.
თუმცა, მედია უკვე ახერხებს გამარჯვებულის შესახებ პროგნოზის გაკეთებას.
ჩრდილოთ კაროლინაში რომელიმე კანდიდატის გამარჯვება ვერ მოახდენს გავლენას საბოლოო შედეგზე.
მედია იუწყება, რომ ჯო ბაიდენმა უკვე აიღო გამარჯვებისთვის აუცილებელი 270 ხმა.











