fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

DRI: დროა, ხელისუფლებამ კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგია შეიმუშაოს

11:09 March 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
797
ნახვა

“დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტი”  საქართველოს მთავრობას კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობის შესახებ ღია წერილით მიმართავს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ.

“საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, 2010 წელს, ჯერ კიდევ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს შემუშავდა. ამ დოკუმენტის შექმნას მრავალთვიანი მუშაობა ედო საფუძვლად და მაშინდელი მმართველი ძალის ერთგვარ პასუხს წარმოადგენდა 2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე. სტრატეგიის მიღებისთანავე, ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევდა, რომ მისი რეალიზაცია გართულდებოდა და ვერც სათანადო შედეგებს მოიტანდა.

დღეს, სტრატეგიის მიღებიდან 11 წლის თავზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დოკუმენტმა დიდწილად მართლაც ვერ იმუშავა.

ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რატომ არ ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სტრატეგიის რევიზია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან. მითუმეტეს, რომ განვლილი თერთმეტი წლის განმავლობაში, როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ასე, მაგალითად: 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დღემდე უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილის ფაქტობრივ ოკუპაციას ეწევა; ორჯერ ადგილი ჰქონდა სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის (2016, 2020), რითაც რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა; რუსეთმა დახვეწა და აქტიურად იყენებს რბილი ძალისა და ჰიბრიდული ომის ელემენტებს, როგორც უშუალო სამეზობლოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ამასთანავე, 2010 წლის შემდეგ, მკვეთრად გაუარესდა დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებიც. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შეიცვალა მდგომარეობა – ძირითადად უარესობისკენ. თუ სტრატეგიის შემუშავებისას მთავარ გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია წარმოადგენდა, დღეს უკვე მათი ანექსიის ტენდენცია იკვეთება.

სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებულა; პირიქით, ადამიანის უფლებების დარღვევა (სიცოცხლის ხელყოფაც კი), ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა. ახალგორის რაიონი, ფაქტობრივად, ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის პირასაა.

კარგად გვესმის, რომ 90-იანი წლებიდან დაგროვილი, უაღრესად რთული პრობლემების გადაწყვეტა ერთიანად და სწრაფად ვერ მოხერხდება. ამასთანავე, მათ ეტაპობრივ მოგვარებას, საერთო ეროვნული ძალისხმევა და პრაგმატული მიდგომები ესაჭიროება. შესაბამისად, დროა, ხელისუფლებამ, საექსპერტო წრეების ჩართულობით, დაიწყოს კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება ის განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც შექმნილია, ერთის მხრივ, აფხაზეთში და მეორეს მხრივ, ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში; დაუპირისპირდება, როგორც ოკუპაციას, ასევე, ანექსიურ პროცესებს (ამ პროცესში, შესაძლოა, ადგილზე მოკავშირეებიც ვიპოვოთ); ოკუპაციასთან ერთად, არანაკლებ ყურადღებას დაუთმობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებას; უზრუნველყოფს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასავლური ინსტიტუტების მეტ შეღწევადობას; ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე და არა მათ გარე სამყაროსგან იზოლაციაზე; ცალკე და პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყოფს ახალგორისა და გალის რაიონებს.”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: DRIკონფლიქტები

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

რა ხდება ახლა ყარაბაღში – ალიევის ულტიმატუმი და ფაშინიანის პასუხი

October 3, 2020
2.7k
მსოფლიო

 მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ – ილჰამ ალიევი

September 25, 2020
800
საზოგადოება

მოულოდნელი ინფორმაცია ოჯახებს – იდენტიფიცირებულია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგული 13 პირი

August 13, 2020
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია