fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მოულოდნელი ინფორმაცია ოჯახებს – იდენტიფიცირებულია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად დაკარგული 13 პირი

18:07 August 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.4k
ნახვა

1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ ამოცნობილია.

ინფორმაციას ამის შესახებ კომიტეტი ავრცელებს. მათი განმარტებით, პირების ამოცნობა შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გაუჩინარებულ ადამიანებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომელიც წჯსკ-ს ეგიდით 2010 წლიდან ფუნქციონირებს და მასში აფხაზი და ქართველი მონაწილეები არიან ჩართული.

ეს პლატფორმა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარულ ხასიათს ატარებს და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების სახელით მოქმედებს.

„ამ 13 ადამიანის ნეშტი მოძიებულ იქნა 2017 და 2018 წლებში სოხუმში, გულრიფშში, ოჩამჩირესა და მცხეთის რაიონში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს. მსოფლიო გამოცდილების ფარგლებში არსებული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, იდენტიფიცირება წჯსკ-ს მიერ მრავალდარგობრივი მეცნიერული პროცესის მეშვეობით განხორციელდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ოჯახებს შეატყობინა მათი ახლობლების ამოცნობის შესახებ. ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში 14 აგვისტოს შედგება, სადაც ოჯახებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მათი ახლობლების ხვედრის გასარკვევად. ამ პროცესის განმავლობაში, ასევე, გაგრძელდება ოჯახებისთვის ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა მათ შეძლონ გარდაცვლილი ახლობლების ამოცნობით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გამკლავება,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პროგრამის კოორდინატორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში ჟერომ ტუეს განცხადებით, გაუჩინარებული ადამიანების ოჯახის წევრებს უფლება აქვთ, გაიგონ ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, შესაბამისად, ამ მიმართულებით საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია.

კომიტეტის მონაცემებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია 15 აგვისტოს სამების საკათედრო ტაძარში შედგება. „კოვიდ-19“-ის კრიზისით წარმოქმნილი დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა იდენტიფიცირების პროცესი გაგრძელებულიყო. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები გენეტიკის, არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის დარგებში განაგრძობდნენ არსებული მონაცემების ანალიზსა და შეჯერებას კონკრეტული შედეგების მისაღწევად. ეს საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან გაუჩინარებული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება, მიიღონ ინფორმაცია ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ. რამდენიმე დღის წინ 13-მა ოჯახმა მიიღო პასუხი. ამით დასრულდება ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობაში მათი ყოფნა და ისინი სათანადო პატივს მიაგებენ გარდაცვლილ ოჯახის წევრებს,“ – აღნიშნა  ჟერომ ტუემ.

წითელი ჯვრის ინფორმაციით, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2 352 ადამიანი, როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო პირი, დაკარგულად მიიჩნევა. 2013 წლის შემდგომ სულ ნაპოვნია 563 ადამიანის ნეშტი, აქედან 191 ამოცნობილია და გადაეცა ოჯახებს. კომიტეტის განცხადებით, კონფლიქტების შედეგად გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად მუშაობა გრძელდება.

თეგები: კონფლიქტები

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

DRI: დროა, ხელისუფლებამ კონფლიქტებთან მიმართებაში ახალი სტრატეგია შეიმუშაოს

March 22, 2021
797
მსოფლიო

რა ხდება ახლა ყარაბაღში – ალიევის ულტიმატუმი და ფაშინიანის პასუხი

October 3, 2020
2.7k
მსოფლიო

 მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, სომხეთისთვის იარაღის მიწოდებისგან თავი შეიკავონ – ილჰამ ალიევი

September 25, 2020
800

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია