აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო (FDA), რთომბის შესაძლო განვითარების გამო, Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინის გამოყენებას დროებით აჩერებს.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვაქცინის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ 6 პირს იშვიათი სისხლის თრობი განუვითარდა.
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტი შეხვედრას ოთხშაბათს გეგმავს.
ცნობისთვის 120 ამერიკელზე მეტმა Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო.











