DW-ს ინფორმაციით, გერმანიაში 2013 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე პირველად გაიზარდა.
ქვეყნის შრომის ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში გერმანიაში 2 707 000 უმუშევარი ადამიანი აღირიცხა.
ქვეყანაში დეკემბრის თვეში, ნოემბერთან შედარებით, უმუშევართა რიცხვი 8 000-ით მეტი იყო, ხოლო 2019 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით, გერმანიაში უმუშევართა რიცხვი 480 000-ით გაიზარდა.











