fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ძალიან დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა – ზურაბ გურული

11:25 December 25, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
1.2k
ნახვა

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ამჯერად ანტისხეულების შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას.

ექიმი წერს, რომ ახალ კვლევებზე დაყრდნობით თუ ადამიანმა კოვიდი გადაიტანა და ანტისხეულები განვითარდა, მისი რეინფიცირების რისკი 10-ჯერ მცირდება.

„ძალიან საინტერესო და ამავე დროს დადებითი ინფორმაციის მატარებელი კვლევა გამოქვეყნდა გუშინ, 23 დეკემბერს, The New England Journal of Medicine-ის ონლაინ ვერსიაში, სათაურით – „Antibody Status and Incidence of SARS-COVID-2 Infection in Health Care Workers“. კვლევა ბრიტანულია და 12 541 მონაწილე იქნა შესწავლილი. სამეცნიერო-სტატისტიკური დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, დაინტერესებული თავად მონახავს, მაგრამ დასკვნა ასეთი იყო: სისხლში იმუნოგლობულინ G-ს (როგორც ე.წ. ეკალ-პროტეინის, ასევე ნუკლეოკაფსიდის საწინააღმდეგო IgG-ს ) არსებობა გადატანილი ინფექციის შემდეგ, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში არსებითად, მკვეთრად ამცირებს რეინფექციის რისკს. ანუ, თუ და როცა, გადატანილი ინფექციის შემდეგ ადამიანს სისხლში აღენიშნება იმუნოგლობულინ G-ს არსებითი კონცენტრაცია, მაშინ დაცული იქნება განმეორებითი ინფექციისაგან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

საინტერესო და გასათვალისწინებელი დეტალია ისიც, რომ ზემოხსენებული ვრცელი კვლევის მონაწილეები ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები იყვნენ.

„ამ კვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაშია, რომ, თუ კოვიდი გადაიტანე და ანტისხეულები გაგივითარდა, 10-ჯერ მცირდება შენი რეინფექციის რისკი“ – განაცხადა კლივლენდელმა პროფესორმა კრისტოფერ კინგმა; „ეს ის კვლევაა, რომლის ჩატარებასაც არაერთი ჩვენგანი უშედეგოდ ცდილობდა აქამდე“.

კვლევის შედეგებს სერიოზული ზეგავლენის მოხდენა შეუძლია აცრების ლოგისტიკაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რადგან როგორც ვიცით ვაქცინა ჯერჯერობით ყველგან დეფიციტურია. მაგალითად, აშშ-ში დაახლოებით 53 მილიონმა ადამიანმა გადაიტანა ინფექცია. ეს ძალიან დიდი ციფრია და სერიოზული უპირატესობის მოცემა შეუძლია ვაქცინების ადექვატურად გადანაწილების პროცესში.

გარკვეული ცვლილებების შეტანა მოხდება ალბათ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის – CDC-ის რეკომენდაციებშიც. აქამდე ეს სააგენტო ამბობდა, რომ რეინფექციის შანსი ჩნდება დაავადების გადატანიდან 90 დღის შემდეგ, ახლა ეს პერიოდი ალბათ გაიზრდება მინიმუმ 6 თვემდე.

კვლევამ ცხადია ახალი, ჯერჯერობით პასუხგაუცემელი შეკითხვებიც გააჩინა. თუნდაც ის, რატომ განუვითარდა რეინფექცია კვლევის 2 მონაწილეს, მიუხედავად იმუნოგლობულინ G-ს ადექვატური ტიტრისა. შესაძლოა ეს ადამიანები რაღაც მიზეზის გამო იმუნოკომპრომეტირებულები იყვნენ. „ჩემი აზრით, ინფექციისაგან ძირითადათ ანტისხეულები გვიცავენ, ე.წ. T-უჯრედები კი დაავადების განვითარების მძიმე და მსუბუქ ფორმებზე აგებენ პასუხს“- თქვა კინგმა.

გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ ვიცით, მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს იმუნიტეტი. არის სპეკულაციებიც, რომ რამდენიმე წელსაც კი, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულ-ლოგიკური ჰიპოთეზებია და არა დადასტურებული ფაქტი.

აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ დღესდღეობით არსებული მონაცემების მიხედვით პფაიზერისა და მოდერნას ვაქცინებით გამოწვეული იმუნიტეტი უფრო მძლავრია, ვიდრე ინფექციის გადატანის შედეგად განვითარებული იმუნიტეტი; ასტრა-ზენეკას ვაქცინის კი პირიქით, ჩამორჩება ბუნებრივ იმუნიტეტს.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, აიცრან თუ არა იმ ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდი და ბუნებრივად განუვითარდათ ანტისხეულები. ვნახოთ რას ამბობს ამის შესახებ CDC. – ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს კოვიდ-19, შეიძლება მაინც მიიღონ სარგებელი ვაქცინაციისაგან“ – მითითებულია ვაქცინაციის ვებგვერდზე. დამატებით: – „კოვიდ-19 -ით რეინფექციით გამოწვეული დაავადების მაღალი საშიშროების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ რეინფექცია შესაძლებელია, ადამიანებს შეიძლება ვურჩიოთ, რომ მიუხედავად გადატანილი ინფექციისა, მაინც ჩაიტარონ ვაქცინაცია“. მთავარი სიტყვა ამ რჩევებში არის „შეიძლება“. ლოგიკურია.

ამ ეტაპზე გადაჭრით ვერც უარყოფ რამეს და ვერც დაადასტურებ. აქ უკვე პირადი არჩევანი, გათვლილი რისკები და ინსტიქტიც კი ერთვება საქმეში.

2021-ის პირველ თვეებში კიდევ ბევრი ახალი კვლევა წამოგვეწევა, რომლებიც ნელნელა შეამცირებენ ექიმთა რეკომენდაციებში „შეიძლებას“ და „ალბათს“ , მანამ კი ლოგიკა და რისკ-სარგებლიანობის გონივრული აწონ-დაწონაა საჭირო”, – წერს ზურაბ გურული.

თეგები: ზურაბ გურული

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ზურაბ გურული: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინური ვაქცინების აღიარებას აპირებს

May 5, 2021
842
საზოგადოება

ზურაბ გურული: ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი

March 18, 2021
1.2k
საზოგადოება

შეტევა AstraZeneca-ს ვაქცინაზე პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული – ზურაბ გურული

March 16, 2021
1.5k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია