fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება – ნიკა მელია

10:43 May 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
781
ნახვა

„ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება – ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, მან სწორი არჩევანი გააკეთა, რომ პარლამენტში შესვლა-არ შესვლის გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ მიიღო.

„მე მგონი ყველასთვის ცნობილია დღიდან ჩემი გათავისუფლებისა, რომ დამჭირდება გარკვეული დრო და ეს გარკვეული დრო შეიძლება იყოს ორი კვირა ან 20 დღე და მე ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე მეგობრებთან ერთად, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი, რომელიც გაერთიანებულია ბლოკ „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას, ეს რომ გამეკეთებინა მერწმუნეთ ძალიან გაუმართლებელი პოლიტიკური ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს არ ნიშნავს, რომ მე ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა დაახლოებით უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება – არ გაგრძელებასთან დაკავშირებით – მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც გამოვიყენე და დღეიდან ახლაც კი შეხვედრა მაქვს კოლეგებთან, მერე ხვალ, რა თქმა უნდა, გრძელდება, შემდეგ რეგიონებში გავდივარ და თვის ბოლოსთვის ჩვენ უკვე მზად ვიქნებით გადაწყვეტილების მისაღებად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო აბსოლუტური ურთიერთგაგება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი გარშემო მუშაობს იმისათვის, რომ ეს ასე არ იყოს“, – განაცხადა მელიამ.

მელიას თქმითვე, ყოფილა და იქნება, ალბათ, საკითხები სადაც აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარულია, რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ის და სააკაშვილი თანხმდებიან, იმიტომ რომ არის საღი აზრი და შეუძლებელია არ მიიღო რაციონალურად სწორი გადაწყვეტილება.

„გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი არ მინახავს ორწელიწადნახევარი და როდესაც „ნაცმოძრაობის“ რიგით წევრს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, სხვა კოლეგებს ვეკითხები, მათი აზრი მაინტერესებს – არ არის გასაკვირი, რომ როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ავიღე ბილეთი, ჩავედი და ვისაუბრეთ ძალიან ნაყოფიერად. ნაყოფიერი დისკუსიის შედეგებს იხილავს საზოგადოება და ის ჩასაფრებული ბევრი ადამიანი, შიგნით თუ გარეთ არ დარჩება ნასიამოვნები იმით, რომ ჩვენს შორის იქნება ურთიერთგაგება და არ იქნება ის, რაც მათ სურთ. მათ სურთ კონფლიქტი ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის და ეს არ იქნება. ქვეყნის წინაშე გამოწვევები არის მნიშვნელოვნად დიდი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა იყოს პირველ რიგში ერთობა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ვიზიტით“, – განაცხადა მელიამ.

თეგები: მიხეილ სააკაშვილინიკა მელია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

December 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

December 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია