ბოლნისის მუნიციპალიტეტის, რამდენიმე სოფელში ძლიერი სეტყვა იყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო ბაღ-ბოსტნები, ხე-ხილი და ვენახი, ასევე ჩამტვრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ფანჯრის მინებიც.
,,ყველაფერი მიწასთან გაასწორა, საშინელი სეტყვა იყო, სულ განადგურდა ბოსტნები, ვენახი, არაფერი აღარ არსებობს სოფელში, ზოგიერთ სახლს ფანჯრის მინებიც ჩაუმტვრია იმდენად ძლიერი სეტყვა იყო“, – აცხადებს ტანძიის მკვიდრი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სტიქიით დაზარალებულ სოფლებში მერიიდან რამდენიმე ჯგუფია გასული და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
„ამ წუთებში უკვე გასულია მერიიდან რამდენიმე ჯგუფი, ვეცნობით სიტუაციას, აღვწერთ და დავიწყებთ ზარალის დათვლას, მიმდინარეობს მოსახლეობასთან გასაუბრება“, –
გვითხრა ბადრი კობიაშვილმა.
ავტორი: მარიამ ქველაძე











