მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შეთანხმებულები არიან, რომ ხვალ, მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ, ყველა დეტალზე საჯაროდ ისაუბრებენ.
„ხვალ არის მოლაპარაკება და ვნახოთ, შეიძლება ისეთ სერიოზულ და გონივრულ კომპრომისზე წავიდეს „ქართული ოცნება“, ჩვენც ვთქვათ, რომ აგაშენებთ ღმერთი-თქო. ვნახოთ, არ გავუსწროთ მოვლენებს”, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, ხვალ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება.











