„ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“ელისაშვილი რაც მეტს ისაუბრებს უფრო ღრმად ჩაეფლობა იმ პოლიტიკურ გაურკვევლობასა და ჭაობში, რომელშიც იმყოფება. ჩემთვის ერთის მხრივ გაუგებარია რას ემსახურება გიორგი ვაშაძისა და საერთო ოპოზიციის კანდიდატების ლანძღვა და მეორეს მხრივ ჭიჭინაძით აღფრთოვანება, რომელიც გაურკვეველი პოლიტიკური წარმონაქმნია და თავად არ გამორიცხავს სუსთან მის თანამშრომლობას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ინტერესი არ არის ალეკო ელისაშვილთან ან სხვა რომელიმე ლიდერთან კომფრონტაციაში შესვლა, რადგან ზუსტად ვიცით მხოლოდ ერთიანობითა და კოორდინაციით შეიძლება ივანიშვილის მარიონეტული მთავრობის შეცვლა და თუ მასაც იგივე მიზნები ამოძრავებს, უნდა შეიგნოს, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობით ბიძინა ივანიშვილს ვერ შევცვლით.
ხოლო თუ მისი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება კი არა არამედ ბუტაფორიული ოპოზიციონერობა და კინტოს როლია პოლიტიკაში, მაშინ ამაზე ჩვენ შესაბამისი რეაქცია გვექნება და გაცილებით ფართო აუდიტორიას მეტი ინტენსივობით მივაწვდით ამის შესახებ”- პაატა მანჯგალაძე “ახალი საქართველოს” გენერალური მდივანი.
„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძეს არჩევნებში 1%-ზე მეტი არასდროს აუღია.
დაგაინტერესებთ:
- ხათუნა გოგორიშვილი გურიაში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
- საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება – გიგი უგუალვა ალეკო ელისაშვილზე
- მაჟორიტარებზე შეთანხმებით ილიას დანაბარები შევასრულეთ – შალვა ნათელაშვილი
- მებრძოლი რაინდი, რომ ვუყურებ 301-ე არაგველი მგონია – ნათელაშვილი ხაბეიშვილზე
- შუბლით გაანგრევს იმ გლდანს! – ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას მაჟორიტარობაზე
- ქალბატონი ჩარკვიანი უეგზოტიკურესი ფიგურაა – გიგა ბოკერია










