თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„ყველაზე მთავარი, ალბათ მკითხავთ, როგორ ვენდობი „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვს, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ. აი, ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.











