„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი პარტიიდან წასულ ემზარ კვიციანს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში წერს:
„ემზარ, ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი უახლოესი მეგობარი ხარ. სადაც მხარდაჭერა დაგჭირდება, ეს ძმობა და მხარდაჭერა ყოველთვის გექნება. სულ ვიტყვი: შენ და შენი ოჯახი უნარჩუნებდით კოდორს საქართველოს. ბევრი ტკივილი გაიარე, საქართველოს გამო. არც ახლაა მსუბუქი დრო, ახლაც ბრძოლაა წინ და ტანჯვაც არ იქნება ნაკლები. ღმერთმა გამარჯვება მოგცეს შენ! ღმერთმა გამარჯვება მისცეს ჩვენს ქვეყანას. ქრისტე არს ჩვენს შორის!“ – წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ემზარ კვიციანმა პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემო ძვირფასო პატრიოტებო!
გადავწყვიტე, დავტოვო პატრიოტთა ალიანსი!
ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე განაწყენებული მივდივარ, უბრალოდ, არ მინდა, ჩემი გიჟური გადაწყვეტილებებით ვავნო ჩემს მეგობრებს, პატრიოტთა ალიანსის წევრებს! ოთხი თვე დამრჩა პარლამენტარობა და მაქსიმალურად მინდა, დავიხარჯო!
არ მინდა, ჩემი სარისკო ქმედებით ზიანი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს! მივდივარ პარტიიდან და მივდივარ ფრაქციიდანაც! მინდა, ჩემს მეგობრებს ვუსურვო წარმატება, პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაში! უფალი გწყალობდეთ და გფარვიდეთ!
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მე უნდა გავამძაფრო ბრძოლა ჩვენი ქვეყნის და ქართველობის შესანარჩუნებლად! ქართველთა გადასარჩენად თავგანწირვის გზაზე მინდა დავადგე, ვინც გამომყვება, ღმერთმა დაგლოცოთ, ვინც არა, თქვენც დალოცვილი მეყოლეთ!
აღმოჩნდა, რომ მე სხვა გზა მაქვს, უფრო უტვინო, მაგრამ ჩემი! უფალმა მიმყოფოს ყველა პატრიოტი პატრიოტულად! დიდება ღმერთს!“











