თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ „ომიკრონი“ შტამი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს, ვიდრე „დელტა“ შტამი,- ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
ინფორმაციას Lefigaro ავრცელებს.
„ვფიქრობ, რომ სამხრეთ აფრიკას კიდევ ორი კვირა დასჭირდება, რათა ახალ შტამზე ამომწურავი ინფორმაცია დადოს”,- განაცხადა ფაუჩიმ.
აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ „ომიკრონი“ ვარიანტი დელტა შტამთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლებ საშიში იყოს.











