fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია დეტალურად იხსენებს, თუ რა ხდებოდა ბანკში

08:14 October 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1k
ნახვა

ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი პირები გვიან ღამემდე იკითხებოდნენ. მათ შორის, იყო ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც  ჟურნალისტებთან ვრცელი კომენტარი გააკეთა.

„მივედი, რომ ამეღო ჩემთვის დამზადებული ბარათი. ავიღე ჩვეულებრივ რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. გავიგე გარეთ გასროლა. დავინახე, შეიარაღებული პირი შემოვარდა ბანკში, მაშინვე ხელყუმბარას მოხსნა დამცავი და დააგდო ძირს. ეს აშკარად დავინახე და უკვე გავაცნობიერე საფრთხის სიმძიმე. შემდეგ ამ ადამიანმა კიდევ ორი გასროლა განახორციელა იმ ადამიანის მისამართით, ვინც სავარაუდოდ გარედან იღებდა ვიდეკოამერით. თვითონ ასე თქვა, ამიტომ ვესროლეო. ამის შემდეგ მოითხოვა მენეჯერი, რომელიც არ იყო ადგილზე. შემდეგ აგვიყვანა მესამე სართულზე და იქ დავბინავდით.

მოითხოვა 112-ში დარეკვა. ყველა მძევალს დაარეკინა 112-ში. ერთს მოსთხოვა, რომ დაერეკა „ტვ პირველში“, მან უთხრა, რომ არ ჰონდა „ფეისბუქი“. შემდეგ სხვებს მიუტრიალდა, შემდეგ მოვიდა ჩემი რიგი და ვუთხარი, რომ მქონდა „ფეისბუქი“. იქედან გამომდინარე, რომ მას ხელში ეჭირა ხელყუმბარა, გავაცნობიერე, რომ ამ წუთში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე იყო, რომ სამართალდამცავებს დაეპირებინა შტურმი. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველანი დავიღუპებოდით. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო მათ გაეგოთ, რომ ამ ადამიანს ჰქონდა ხელყუმბარა და ის იყო საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი. ამაზე იყო ჩვენი სიცოცხლე დამოკიდებული და ეს საფრთხე ნამდვილად არსებობდა.

თავიდან ის იყო აგრესიული, მაგრამ შემდეგ ყველამ მოახერხა, რომ უფრო მეტად კომუნიკაბელური გახდა. შვიდი საათი ერთად ყოფნის განმავლობაში, ზოგიერთი ხუმრობდა კიდეც. ცდილობდნენ, რომ ეს ადამიანი ყოფილიყო ჩვენთან ადამიანურ ურთიერთობაში, საჭიროების შემთხვევაში, გაჭირვებოდა ჩვენთვის სროლა.

ბიჭები შემდეგ იმიტომ წაიყვანა, რომ გაუადვილდებოდა ბიჭების მართვა, ვიდრე ქალების. ორმა ბიჭმა თვითონ გამოთქვა სურვილი, რომ გოგოები არ წაეყვანა. მესამე მძევლალი კი მძარცველმა თვითონ დაასახელა. ის ნიღბის გარეშე არ ყოფილა, ხმას თუ გავიგონებ, შეიძლება მივამსგავსო გამტაცებლის ხმას.

კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელი ძირითადად ინფორმაციას მედიის საშუალებით იღებდა.

„ძირითადად ინფორმაციას იღებდა მედიის საშუალებით. სამართალდამცავებს სხვა მძევლების საშუალებით ეკონტაქტებოდა. მძევალს სთხოვდა დარეკვას, ხმოვანზე ჰქონდა და თავად ეუბნებოდა, რაც უნდა ეთქვა. იყო ერთი-ორჯერ შემთხვევა, რომ თავადაც ჩაერთო საუბარში. მისი მთავარი მოთხოვნა იყო 500 ათასი დოლარი და უსაფრთხო გასვლა.

ვნახე, რომ სრულიად ამორალური კამპანია წამოიწყო ზოგიერთმა ჯგუფებმა ჩემ მიმართ. ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა. ეს შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში მოხდეს. დიდი პრობლემაა ის სიბინძურე, გაუგონარი მარაზმი. დიახ, მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, დიახ, მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ უკეთ შეუძლია მართოს ეს ქვეყანა. და რა, ამის გამო მე ბანკში არ უნდა მივიდე? ქუჩაში არ უნდა გავიდე? საერთოდ გაუგონარი რამე ხდება“,- განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უწყების ცნობით, სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით.

მძევლად აყვანილი ადამიანები და სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში – როგორ ვითარდებოდა მოვლენები

თეგები: ზუგდიდის ინციდენტისპეცოპერაცია ზუგდიდში

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ხუთსაათანი ლოდინის შემდეგ თბილისი-ზუგდიდის მატარებელი დაიძრა

May 2, 2021
791
რეგიონები

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა

March 4, 2021
827
სამართალი

გომელაური: ზუგდიდში ანტიტერორისტული ოპერაცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა და მე ვამაყობ, რომ არავინ დაშავდა, ესებუას დაკავების მიზნით კი აქტიურად მუშაობენ

February 21, 2021
987

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია