თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა, რომელიც გვირაბში ლიანდაგიდან გადავიდა, გადაადგილება მხოლოდ ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს.
მატარებელი ხარაგაულის რაიონ სოფელ მარელისში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ამ ხნის მანძილზე ლიანდაგიდან გადასული მატარებლის მგზავრები ალტერნატიული ტრანსპორტის მოლოდინში იყვნენ.
მათ ხუთი საათის გატარება ღია ცის ქვეშ მოუწიათ.
მგზავრები ხელისუფლებას და საქართველოს რკინიგზას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.
ისინი კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობდნენ.
მათივე თქმით, ამ ხნის მანძილზე მათ მხოლოდ წყალი მიაწოდეს.
მგზავრები უკვე ჩასხდნენ მატარებელში და ზუგდიდისკენ მოემგზავრებიან.
ავტორი: თეა შონია











