„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში ეკლესიის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის 6 ფაქტი გამოვლინდა.
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის განცდას ქმნის.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ანგარიში მოიცავდა პერიოდს 4 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.











