ეუთო/ოდირი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციის დამკვირვებლები აცხადებენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა ძალზე პოლარიზებული პოლიტიკური გარემოთი და აგრესიული საარჩევნო კამპანიის რიტორიკით გამოირჩეოდა.
FOX NEWS-ის ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 264 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 214.
შეგახსენებთ, რომ არჩევნებში გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის ხმებია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.
ყველა ინფორმაცია აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
აშშ-ს ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების განაწილების პრინციპი შტატების მიხედვით











