„ევროპული საქართველო“ დესტრუქციაზე იყო აწყობილი“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ყველაფრის ამრევები და ჩამშლელები იყვნენ.
„დედამიწის ზურგზე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ის, რაც ახლა „ევროპულ საქართველოში” ხდება.
ეს პარტია დესტრუქციაზე იყო აწყობილი, თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ და ყველაფრის ამრევები და ჩამშლელები იყვნენ. რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ეს ხდება მათ თავს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, „ევროპულ საქართველოში“ სტრუქტურული ცვლილებებია. ცოტა ხნის წინ პარტია დატოვა ზურაბ ჭიაბერაშილმა. იგი ასევე პოლიტიკიდანაც წავიდა და განაცხადა, რომ ასპარეზიახალგაზრდესბ უნდა დაეთმოს.










