საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, „პრაიმტაიმნიუსი“ ნიდერლანდელ დეპუტატ, ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ დიპლომატს რუსეთის აგენტი უწოდა.
„ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლი. ინფორმაციისთვის – საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის (PACE) ხელმძღვანელად, თვითონ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფისმა ამარჩია.
სწორედ მათ ამარჩიეს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად წარსულშიც – ბოსნია (2010), რუსეთი (2011, 2012) და თურქეთი (2015).
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩემს მოხსენებას 2021 წლის იანვრის ბოლოს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე წარვადგენ.
მანამდე კი, პარასკევს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიის ბიურო საქართველოში არჩევნების შემდგომი მისიის გაგზავნის საკითხზე იმსჯელებს“,- განუცხადა „პრაიმტაიმნიუსს“ კოქსმა.












