ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დაკავებას ეხმაურება და რუსეთის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
„მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია. რუსეთის ხელისუფლებას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ იგი,“- წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა შერემეტიევოს აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.
The detainment of Alexey #Navalny upon arrival in Moscow is unacceptable.
I call on Russian authorities to immediately release him.
— Charles Michel (@eucopresident) January 17, 2021











