ქართველი ექიმები ძალიან კარგად იცნობენ აპარატების გამოყენების ინსტრუქციას და ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება, რომ ქართველი ექიმები ვერ მიხვდებიან, რანაირად უნდა გამოიყენონ აპარატურა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ეპიდემიის პირველივე ეტაპზე სუნთქვის აპარატები შეიძინა, რომელიც მაღალტექნოლოგიურია.
„ცუდია, რომ ასეთი დეზინფორმაცია ვრცელდება მედიაში ამ საშუალებებთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ის დამხმარე საშუალებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია კოვიდით დაავადებული პაციენტების სწორად მართვისთვის. სუნთქვის აპარატების ღირებულება მერყეობს დაახლოებით 25-დან 27 ათას დოლარამდე, მაგრამ ეს არის სუნთქვის აპარატი, მულტიფუნქციური, რომელიც ინტუბაციის პერიოდში სჭირდება პაციენტს. ხშირად ხდებოდა ამ აპარატების გამოყენება დამხმარე საშუალებისთვის, არაინვაზიური ვენტილაციისთვის. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რადგან პაციენტების რაოდენობა იყო მზარდი, ჯანდაცვის სამინისტრომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმოდგენილ ნუსხაზე დაყრდობით, რაც ითვალისწინებს ჟანგბადის მიწოდებისთვის აუცილებელ აპარატურას, რომელიც ქვეყანამ უნდა შეიძინოს, ეს არის სამი სხვადასხვა ტიპის არაინვაზიური ვენტილაციის საშუალება, ეს არის „ბიპაპის“ აპარატი, რომელიც წარსულში იყო გამოყენებული სუნთქვის აპნოის სამკურნალოდ, მაგრამ კოვიდის ეპიდემიის დაწყების შემდეგ ბევრი ქვეყანა მას იყენებს კოვიდის შემთხვევაში ჟანგბადის წნევით მიწოდებით უზრუნვეყოფისთვის.
აპარატი, რომელიც შევიძინეთ გახლავთ ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ აღიარებული. ჩვენს ქვეყანაში ამ ტიპის აპარატურის სერტიფიცირება, ჯერჯერობით არ ხდება, ამდენად ვეყრდნობით საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ აღიარებულ ნუსხას. FDA-ის ვებგვერდზე შეგიძლია ნახოთ ის მოდელი, რომელიც შევიძინეთ 500 ცალი და რომლის ღირებულება არის 500-დან 800 დოლარამდე, რათა თერაპიულ განოფილებებშიც პაციენტებს ჰქონოდათ ჟანგბადის წნევით მიწოდების შესაძლებლობა“,- განაცხადა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასუნთქი აპარატები, რომელიც მთავრობამ კლინიკებს გადასცა, რეალურად სასუნთქი აპარატები არაა.











