უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
„უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და ექნება მოსახლეობას საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა, დღეს არსებული ყველა ვაქცინის – „სინოფარმის”, „სინოვაკის” ეფექტურობა დადასტურებულია. თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, საზოგადოებას ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდო”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.











