ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა, ან არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი რადიო „უცნობის“ ეთერში აცხადებს.
„პანდემიამ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, როგორც ექიმების ისე საზოგადოების. მაგრამ სულ იმის იმედი მაქვს, რომ საშველი აუცილებლად იქნება. არ გვაქვს უფლება ჩავიქნიოთ ხელი. ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიდგეთ იმ ადგილზე, სადაც მოგვეთხოვება.
მაინც ვფიქრობდით, რომ ვირუსმა, რომელმაც ასე სწრაფად დაიპყრო სამყარო იყო მოლოდინი რომ ჩვენს ქვეყანაშიც გავრცელდებოდა. სამწუხაროდ დღეს სამი პაციენტი გარდაიცვალა, მაგრამ გაზაფხულზე უფრო მძიმე პაციენტები ჰყავდა ქვეყანას. ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ ვირუსის შემსუბუქება მოხდეს“, – განაცხადა რატიანმა.
რატიანის განმარტებით, ვირუსის დასაწყისში ექიმები შეშინებულები იყვნენ, დღეს კი უამრავი მასალა დაგროვდა ამასთან დაკავშირებით, მთელი სამედიცინო ცენტრები გადართული არიან ვირუსის იმუნოგენეტიკის შესწავლაზე. 80-მდე ინსტიტუტი ვაქცინის შექმნაზე მუშაობს.











