ავღანეთი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა,- ამის შესახებ გაერო-ს ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორმა, რამიზ ალაკბაროვმა განაცხადა.
ალაკბაროვის განცხადებით, ავღანეთში მთავარი პრობლემა საკვების ნაკლებობაა. მისივე თქმით, ქვეყანა საზღვარგარეთიდან მიღებულ სასურსათო დახმარებაზე ძლიერად არის დამოკიდებული. თუმცა, ეს დახმარება მას შემდეგ შეწყდა, რაც ავღანეთზე კონტროლი რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაამყარა.
„სასწრაფოდ უნდა გამოიძებნოს 200 მილიონი დოლარი, რათა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფები გამოიკვებოს“,- განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა.











