გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, გახარია პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებს.
„ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, რომ მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ზუსტად ვინ არის მისი კადრი, არ ვიცი. გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა, სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.











