გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი იქნება.
ხდება თუ არა მარგველაშვილი მამუკა ხაზარაძის გუნდის წევრი, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გადაცემა „რეაქციაში“ ამ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბატონ გიორგი მარგველაშვილსა და „ლელოს“ ლიდერებს შორის არის თანხვედრა. ჩვენ ზუსტად ერთნაირად ვხედავთ ამ ქვეყნის პრობლემებს, ზუსტად ერთნაირად ვხედავთ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობიდან – ჭაობიდან.
გუშინ დავბრუნდი რეგიონიდან და მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ჩვენი ხედვა არის უფრო მეტი ვიდრე „ლელო“. ეს არის ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანება.
ეს არის საქართველოსა და ამ ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების დაწყება და ძალიან მოკლე ვადაში იმ ჩაკეტილი წრის გარღვევა, რომელშიც სამწუხაროდ უკვე 30 წელია ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.










