განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას 2020 წელს, პანდემიის პირობებში განხორციელებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით სულ 30 ახალი სკოლა აშენდა, კიდევ 60 2021 წელს დასრულდება.
სველი წერტილები მოწესრიგდა 800-მდე საჯარო სკოლაში. 9 საჯარო სკოლის სრული და 150-ზე მეტი საჯარო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციაც განხორციელდა. ამასთან ერთად, დაიწყო 100-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესიც.











