fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

განათლების სამინისტროს სამომავლო გეგმები – მინისტრის მიმართვა

00:13 October 4, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.8k
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა STS Forum-ის (Science and Technology in Society Forum) ფარგლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მე-17 ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა, სადაც 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა პოსტპანდემიურ პერიოდში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრების მრგვალ მაგიდაში. მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ამ რთულ პერიოდში ყოველწლიური ფორუმის მასპინძლობისთვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უპრეცედენტო მიღწევების ეპოქაში, რაც საზოგადოებისათვის ამოუწურავ შესაძლებლობებს ქმნის. ამავდროულად, კაცობრიობა სხვადასხვა საფრთხის წინაშე დგას და Covid-19-ის გლობალური პანდემია ამის ერთ-ერთი მაგალითია.

კორონავირუსის პანდემიამ აშკარად აჩვენა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სასიცოცხლო მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. ჩვენი მისწრაფება ახალი ცოდნის საზღვრების გასარღვევად არის ქვაკუთხედი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში წინსვლისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ცოდნა ადამიანის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, დავძლიოთ დიდი სოციალური გამოწვევები და ვებრძოლოთ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეებს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მოდერნიზაცია და ინტერნაციონალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი ცოდნის შესაქმნელად, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს. მისი თქმით, ქვეყანაში ხელსაყრელი პირობები იქმნება იმისათვის, რომ საქართველო ცნობილი მეცნიერების მოღვაწეობის მთავარ ადგილად იქცეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ მიზანს ემსახურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაარსება, რაც უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყებს ფუნქციონირებას ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მედიცინასა და ბირთვულ ფიზიკაში კვლევასა და ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მოემსახურება.

ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო ხელს შეუწყობს KIU-ს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე.

STS ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს იგი დისტანციურ რეჟიმში 3-6 ოქტომბერს ტარდება და განსახილველ თემას Covid-19-ის გლობალური პანდემიით შექმნილი კრიზის დაძლევის გზების განხილვა წარმოადგენს. მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, მეცნიერები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იღებენ.

თეგები: განათლების სამინისტრომიხეილ ჩხენკელი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

December 8, 2021
763
მთავარი ამბავი

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

December 4, 2021
824
პოლიტიკა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

December 1, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია