“განგაშია ასატეხი, კორონავირუსის მესამე ტალღა წაგვლეკავს” – ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველმა გიორგი ჩალაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში კიდევ უფრო მეტი კოვიდდაავადებული პაციენტი იქნება.
“თუ ჩვენ ახლა რთულ პერიოდში არ მოვემზადეთ და არ ვისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები პირველი ტალღიდან, დავარქვათ ამას მეორე ტალღა, მესამე ტალღა მთლიანად წაგვლეკავს. ეს არის მოსული ცუნამი, რომელიც ახლა გვაზარალებს. მაგრამ მესამე ტალღა კოვიდთან ერთად, იქნება ეკონომიკური კრიზისის ტალღა. ჩვენ დაავადებულები გვეყოლება ძალიან ბევრი, მაგრამ ამაზე მეტი გვეყოლება ღატაკი და ღარიბი ადამიანები”,- განაცხადა ჩალაძემ.









