პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დავით გარეჯის საქმე „ყურით მოთრეული წინასაარჩევნო ამბავია“.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ გარეჯის საქმის ასე წარმოჩენით სახელმწიფო ინტერესი ზიანდება.
„ეს არის ყურით მოთრეული წინასაარჩევნო ამბავი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა. გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი. ვინ ეკითხება, რომელიმე ექსპერტს და კარტოგრაფს რაღაცის გაყიდვას? ამისათვის ჯერ კომისიები უნდა შეთანხმდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერონ, პარლამენტში რატიფიცირება უნდა იყოს, ჩუმად გავყიდე საზღვარი, ასე არ ხდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
დაგაინტერესებთ: დავით ხიდაშელი: უმნიშვნელოვანესი კარტოგრაფიული მასალის საქართველოში დაბრუნება, თურმე ქვეყნის მტრობა ყოფილა











